ეროვნულ ბიბლიოთეკასთან აქციის დროს დაკავებულების  სასამართლო 

30 ნოემბერი 2019, 12:25 1503 ნახვა

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან დაკავებულ „გაბედეს“ 4 წევრიდან ერთს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდა, მეორეს 1000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, კიდევ ორს კი სიტყვიერი შენიშვნა გამოეცხადა. სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარის ვიდეომტკიცებულებები წარადგინეს და ასევე ორივე მხარის მოწმეები.

 მათ შორის, ის პოლიციელები დაიკითხნენ, ვინც აქტივისტების დაკავებაში მიიღეს მონაწილეობა.  8-დღიანი პატიმრობა შეეფარდა „ლეიბორისტული პარტიის“ წევრს, ლაშა ჩხარტიშვილს. ადვოკატის, განცხადებით, დაცვის მხარე გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას აპირებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი