ხელისუფლებას ოპოზიცია 2020 წლის არჩევნების ახალ მოდელს სთავაზობს 

29 ნოემბერი 2019, 18:10 1158 ნახვა

ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას 2020 წლის არჩევნების ახალ მოდელს სთავაზობენ. ინიციატივის ავტორი 30-მდე პარტიაა. მათ მიერ მომზადებული ინიციატივა ეუთოსაც გადაეგზავნება, დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში კი, ისინი დოკუმენტს საკანონმდებლო ინიციატივის სახით პარლამენტშიც შეიტანენ.

მოდელის მიხედვით, პარლამენტში ადგილები არჩევნებზე მიღებული ხმების შესაბამისად განაწილდება. მისი საშუალებით, გამარჯვებული მაჟორიტარები იღებენ მანდატებს და შემდგომ მათ პარტიული სიიდან ემატებათ იმდენი დეპუტატი, რამდენიც მათ პროპორციის შესაბამისად ეკუთვნით.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი