აჭარის მთავრობის სხდომა საყვირების ფონზე მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა ადმინისტრაციულ შენობასთან ჩემოდნები მოიტანეს, რომელზეც ბიძინა ივანიშვილის ფოტოა დაკრული.
შენობის წინ შეკრებილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, ორგანიზაცია "ალტერნატივას" წარმომადგენლები და მოქალაქეები ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილს ჩემოდნებით ქვეყნიდან უშვებენ.
აჭარის მთავრობის სახლთან აქციები 18 ნოემბრიდან პერიოდულად იმართება. პროპორციული საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და აქტივისტები იკრიბებიან და აქცია-პერფორმანსებს მართავენ.