კორუფციასთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელი ნაციონალურ მოძრაობას საარჩევნო ხმებით ვაჭრობას ახსენებს და მსჯავრდებულების ოჯახის წევრების მოსყიდვის მცდელობაში ადანაშაულებს. მერაბ ღიღობერიძის მტკიცებით, ოპოზიცია 2012 წლის არჩევნებზე, სხვადასხვა დანაშაულის მქონე პირების ოჯახებს, ხმების სანაცვლოდ მათ შეწყლაბასა და გათავისუფლებას ჰპირდებოდა. ბრალდებებს ღოღობერიძე დოკუმენტაციით ადასტურებს, რომელიც მას, როგორც ამბობს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მყოფმა მაღალჩინოსანმა მიაწოდა. იგი საქმის გამოძიებას დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს. ბრალდებებს ნაციონალურ მოძრაობაში უპასუხეს. პარტიის ერთ ერთი წევრის განცხადებით, ღოღობერიძე ხელისუფლების და სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის დაკვეთას ასრულებს.