ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები თბილისში ისევ აქციებს აანონსებენ, ხელისუფლება კი დათმობას არ აპირებს. უფრო მეტიც არ გეგმავს განიხილოს შეთავაზება, ანუ ე.წ. გერმანული მოდელის ქართული ვერსია. მიუხედავად არაერთი კონსტიტუციონალისტის მტკიცებისა, რომ ახალი პროექტი კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია, ხელისუფლება საწინააღმდეგოს ამტკიცებს. ამის დასადგენად კი დავით უსუფაშვილი ირაკლი კობახიძეს მოდელის ვენეციის კომისიაში გაგზავნას სთავაზობს.
გაირკვა, რომ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ამას ამ ეტაპზე არ აპირებს. თეონა ხარაბაძე შეეცდება ახლა აგვიხსნას - რატომ ფიქრობენ კონსტიტუციონალისტები, რომ შექმნილ ვითარებაში ე.წ. გერმანული მოდელის ქართული ვარიანტი არის კარგი გამოსავალი და რა არგუმენტი აქვს მმართველ გუნდს.