პატიმრების შეწყალებისას პრეზიდენტი უფლებამოსილებას გამოიყენებს განსაკუთრებული და გამორჩეული ინდივიდუალური საქმეების შემთხვევაში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, კი კიდევ ერთხელ თითოეულ საქმეზე გაივლის კონსულტაციას შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან და დარგის სპეციალისტებთან.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეწყალების ახალ წესზე მუშაობა დაასრულა. ახალ წესს იწონებს მმართველი გუნდი, რადგან ამბობენ, რომ მთავარი რეკომენდაციები სწორედ მათ ეკუთვნით, ოპოზიცია კი მეტ გამჭვირვალობას ითხოვს, რადგან ამბობენ, რომ შეწყალებულთა სკანდალში არსებობდა კორუფციის ეჭვებიც, რაც ამ დრომდე გამოუძიებელია.