6 დღეში საგადასახადო სამართალდარღვევის 410 ფაქტი გამოვლინდა

26 ნოემბერი 2019, 16:16 1815 ნახვა

6 დღეში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის  საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საგადასახადო სამართალდარღვევის 410 ფაქტი გამოავლინეს.

18-24 ნოემბერს ოფიცრებმა 4367 გადამხდელი შეამოწმეს, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები: საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 83 შემთხვევა; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 23 ფაქტი; მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 304  შემთხვევა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი