"მოვიდნენ რობაკოპები, ჩვენ ხელაწეულები დავხვდით... რაში დაჭირდათ წყალი, არ ვიცი" - აქციის დაშვებული წევრი

26 ნოემბერი 2019, 12:15 1546 ნახვა

აქციის მონაწილე, რომელმაც პარლამენტთან დარბევის დროს თვალი დაიზიანა ამბობს, რომ მთავრობამ საზოგადოების აზრს პატივი უნდა სცეს. ზაზა ლიპარტელიანი იხსენებს, რომ აქციის დაშლა მოულოდნელად დაიწყეს. 

"მე მოვედი აქ შეგნებულად, შეიძლება აქ თვალიც და თავიც დავკარგო. დილით ადრე, მშვიდობიანი აქცია იყო, მოვიდნენ რობაკოპები, ჩვენ ხელაწეულები დავხვდით, არ ვატარებდით. რას გავაჩერებდით ამ არმიას, მაგრამ ...  რა საჭირო იყო წყალი არ ვიცი, ჭავლი დაგვიშვეს. თავიდან,  მართალი გითხრათ, დუბინკა მეგონა ისეთ მაგარი დარტყმის ეფექტი ჰქონდა" - იხსენებს აქციაზე დაშავებული.  

ამბობს, რომ არ მივდივარ ოპერაციის გასაკეთებლად, არ აპირებს დანებებას, ვიდრე საქართველოში არ ჩატარდება პროპორციული არჩევნები. 

''სანამ საქართველოში პროპორციული არჩევნები არ ჩატარდება, ჩვენ არ დავიშლებით... ერთხელ და სამუდამოდ ყველა მთავრობამ გაითვალისწინოს და პატივი უნდა სცეს საზოგადოების აზრს, თუ გინდა 25 კაცი იყოს, არ აქვს ამას მნიშვნელობა .. შეიძლება 25 იყო ისეთ, რომ 100 ათას აჯობოს, ვიდრე არ ვისწავლით ერთმანეთის სიყვარულს არაფერი არ გვეშველება,'' - ამბობს ზაზა ლიპარტელიანი.

პარლამენტითან აქცია დილის 6 საათზე,  სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.  რობიკოპები, სპეცდანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის ავტომობილები პარლამენტთან, დაახლოებით დილის 05:00 საათზე გამოჩნდდნენ. აქციის მონაწილეებს სამართალდამცავებმა ნახევარი საათი მისცეს, თუმცა ისინი არ დაშლილან. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი