არ დავუშვებთ სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობის შეფერხებას - „ქართული ოცნება“ პარლამენტის მოსალოდნელ პიკეტირებაზე

25 ნოემბერი 2019, 20:01 1559 ნახვა

როგორც აქამდე ტარდებოდა სხდომები, ისე ჩატარდება პარლამენტის ხვალინდელი სხდომაც - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე.  მისივე თქმით სახელმწიფო არ დაუშვებს, რომ პარლამენტს მუშაობაში ხელი შეეშალოს.

მდინარაძის თქმით ოპოზიცია თავად ატყუებს საზოგადოებას, თითქოს მათი შეთავაზებები კონსტიტუციურია. „ქართული ოცნების“ წევრების შეფასებით ბოლო პერიოდში სპეკულაციური განცხადებები ისმის ე.წ. გერმანულ მოდელზე.

დამოუკიდებელი იურისტები კი კარგად ხვდებიან, რომ ეს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა. თუ აქციის მონაწილეები დაარღვევენ კანონს და ხელს შეუშლიან პარლამენტს მუშაობაში, სამართალდამცველები კანონის შესაბამისად იმოქმედებენ - აცხადებს კიდევ ერთი ლიდერი გია ვოლსკი. 

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი