საქართველოს პარლამენტში, თანამდებობები ვაკანტური 14 ნოემბერს გახდა, როცა უმრავლესობამ "მაჟორიტარების ამბოხების" შედეგად, პროპორციული საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. შედეგად კი, "ქართული ოცნების" პარტია და თანამდებობა 12 დეპუტატმა დატოვა.
დღეს, 25 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ თანამდებობებზე ახალი პირები წარადგინა. მან განცხადება ბიუროს სხდომაზე გააკეთა და "ქართული ოცნების" წინააღმდეგ "ამბოხებული" 3 მაჟორიტარი, თანამდებობაზე დაინიშნა.
პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერად გიორგი ვოლსკი დასახელდა, ვიცე-სპიკერის პოსტს ჩაიბარებს მამუკა მდინარაძეც, რომელიც პარალელურად უხელმძღვანელებს საპარლამენტო უმრავლესობას.
ვიცე-სპიკერის პოზიციაზე ექნება გიორგი კახიანსაც, რომელიც ამ დრომდე საპროცედურო საკითხთა კომიტეტს ხელმძღვანელობდა. კიდევ ერთ ვიცე-სპიკერად, პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავა დაასახელა.
რაც შეეხება საგარეო პორტფელს, პარლამენტში საგარეო საქმეთა კომიტეტს ირაკლი ბერაია უხელმძღვანელებს, ევროინტეგრაციის კომიტეტს დავით სონღულაშვილი, გარემოს დაცვის კომიტეტს კი ნინო წილოსანი.
განათლებისა და კულტურის კომიტეტს გენადი მარგველაშვილს ჩააბარებენ, ის ამავე კომიტეტში ხელმძღვანელის მოადგილე იყო.