„პატრიოტთა ალიანსი“ მეთამბაქოებისთვის შეღავათს ითხოვს

25 ნოემბერი 2019, 15:41 1251 ნახვა

 პატრიოტთა ალიანსის აჭარის ორგანიზაცია რეგიონის  მთავრობასა და წარმომადგენლობით ორგანოს თამბაქოს მწარმოებლებისთვის რეგულაციების მოხსნის ინიციატივით მიმართავს. პარტიაში ამბობენ რომ ფერმერებსთვის აქციზის  დაწესება ზიანის მომტანი იქნება, შეჩერდება  მაღალმთიან აჭარაში უძველესი კულტურის წარმოება და მოსახლეობა იძულებული იქნება სამუშაო ადგილები ემიგრაციაში ეძებონ.  ქედის, შუახევისა და ხულოს მკვიდრები თუთუნზე აქციზის დაწესებას და რეგულაციების გამკაცრებას გასულ კვირასაც აპროტესტებდნენ. აქცია რამდენიმე დღის წინ აჭარის მთავრობის სახლთან და ქედაშიც გაიმართა. ისინი ხელისუფლებას გამონაკლისის დაშვებას სთხოვენ. საპროტესტო აქციების საპასუხოდ შემოსავლების სამსახურში განმარტეს, რომ განსხვავებული წესი ახლა მზადდება, რომლის მიხედვითაც საკარმიდამო ნაკვეთში წარმოებულის თუთუნის რეგულაციისგან ფერმერი გათავისუფლდება, სავალდებულო გადასახადი კი მხოლოდ მიმღებ პუნქტებს დაეკისრებათ.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი