იქნება თუ არა 2024 პროპორციული საარჩევნო სისტემა, საკითხი სახალხო კენჭისყრაზე 2020 წლის შემდეგ დადგება - "ქართული ოცნება"

25 ნოემბერი 2019, 11:59 1277 ნახვა

"პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლიდან გადასვლა „ქართული ოცნების“ ცალმხრივი პოლიტიკური ინიციატივა იყო. მიუხედავად გუნდის ხელმძღვანელობის ძალისხმევისა, სამწუხაროდ, კანონპროექტმა პარლამენტის წევრთა შესაბამისი მხარდაჭერა ვერ მიიღო. აღნიშნული შედეგი, მაჟორიტარი დეპუტატების ბუნებრივ წინააღმდეგობასთან ერთად, დესტრუქციული ოპოზიციის უპასუხისმგებლო მოქმედებებმაც განაპირობა;  ყველასათვის ნათელია, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში არსებული განწყობების გათვალისწინებით, რაიმე ახალი საკონსტიტუციო ცვლილების გარშემო 113 ხმის მობილიზების რესურსი დღეის მდგომარეობით არ არსებობს. შესაბამისად, თემა დახურულია" - განაცხადა "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ. 

გენერალური მდივანის ინფორმაციით, მართველი გუნდის მაჟორიტარებს აქვთ ინიციატივა, ქვეყანაში პარლამენტი არა თუ პორპორციულ სისტემაზე გადავიდეს, არამედ სრულად მაჟორიტარული გაახდეს, ამიტომ 2020 წლის შემდეგ, მათ ინიციატივასაც განიხილავენ. 

"როგორც მოგეხსენებათ, საპარლამენტო უმრავლესობაში არისმაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფი, რომელიც სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივით გამოდის.  გუშინ და დღეს, გუნდში გამართული კონსულტაციების შედეგად, ჩვენ ისინი დავარწმუნეთ, რომ გუნდი 2020 წლის არჩევნებისთვის ვერცერთ ახალ ინიციატივას ვერ განიხილავს. თუმცა, ჩვენ გაგებით ვეკიდებით მათ ზოგად ინიციატივას და შევთანხმდით, რომ ისინი გააგრძელებენ ამ მიმართულებით საქმიანობას, ოღონდ იმ პირობით, რომ საარჩევნო რეფორმის საკითხი საერთო-სახალხო კენჭისყრაზე 2020 წლის საპარლამენტო ან 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს დადგება" - ამბობს კახი კალაძე. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი