ცნობილი ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებიდან 16 დღე გავიდა. მას საქართველოს უკუპირებულ ტერიტორიაზე, ცხინვალში ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. დეფაქტო ცხინვალი, საზღვრის უკანონო კვეთას ედავება.
ვაჟა გაფრინდაშვილი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მას საზღვარი არ გადაუკვეთავს, რადგან ცხინვალი საქართველოა.
ფეისბუქზე შექმნილია გვერდი "თავისუფლება ვაჟა ექიმს • Freedom for Doctor Vaja”. ამ მოთხოვნას ძალიან ბევრი ადამიანი და ორგანიზაცია შეუერთდა, მათ შორის ქართული სპორტული სამყარო.