ხვალ გაერთიანებული ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებას კვლავ შეეცდება. აქციის მონაწილეები რუსთაველზე და რესპუბლიკის მოედანზე დაიწყებენ შეკრებას.
პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოება ხელისუფლებას დანაპირების შესრულებას და 2020-ს სპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას სთხოვენ.
პარლამენტში ქართული ოცნების მიერ ინიცირებული კანონპროექტის მათ მიერვე ჩაგდების შემდეგ ქვეყანაში აქციები არ წყდება და სხვადასხვა ქალაქსა თუ რეგიონში სხვადასხვა სახით გრძელდება.