“საქართველო არ გაისუსება”, – “გირჩის” წევრებმა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, საქართველო არასდროს აღარ გაისუსება. ისინი ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ და ამბობენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავისი ფუნქცია უნდა შეასრულოს და არა პოლიტიკური დაკვეთები.
მათი მთავარი მოთხოვნა ვადამდელი არჩევნებია.