"ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ამბობს, რომ ქალაქში არეულობის შემოტანის უფლებას არავის მისცემს. მუხრან ვახტანგაძე ადასტურებს, რომ მერიასთან სპორტსმენების შეკრება სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის შეკითხვაზე თუ რატომ გახდა სპორტსმენების მობილიზება მერიასთან საჭირო. ვახტანგაძ პასუხობს: "ჩემი ბიუროა მერიაში, არ იცით? და ჩემი მეგობრები, სპორტული საზოგადოებაა ჩემთან მოსული. კიდევ ერთი რამე მინდა გითხრათ. არავის მივცემთ იმის საშუალებას და უფლებას, რომ ქალაქში არეულობა შემოიტანონ. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. სწორედ ამიტომ იყო შეკრება და თქვენ გაავრცელეთ ინფორმაცია, რომ ხვალ ეს რაღაც ბოქლომები თუ რაღაც რაც ჰქვია ამათ, ბოქლომების დადება უნდოდათ მაჟორიტარების ბიუროზე''.
ჟურნალისტის განმეორებით შეკითხვაზე; ამიტომ გახდა სპორსტმენების მობილიზება საჭირო? დეპუტატი პასუხობს - რა ვქნა ახლა, დიდი სამეგობრო წრე თუ მყავს დანაშაულია?
ჟურნალისტი: სამეგობრო წრეს ბიუროში ხვდებით?
დეპუტატი: სამეგობრო წრეს შევხვდები სადაც მინდა.