ოქტომბერში ნარკოლოგიური შემოწმება საქართველოს მასშტაბით სულ 1575 პირმა გაიარა. აქედან ყველაზე მეტმა 632-მა თბილისში, სამეგრელოში 247-მა, შიდა ქართლში კი 144-მა.
რაც შეეხება აჭარას, 31 დღეში აჭარაში ნარკოლოგიური შემოწმება 120 მოქალაქემ გაიარა. მათგან ყველაზე მეტი 25 დან 44 წლამდე პირი იყო. ასეთი 58 მოქალაქე დაფიქსირდა
აჭარის მასშტაბით შემოწმება გავლილი 120 პირიდან 78 დადებითი შედეგი დაუფიქსირდა.
ნარკოლოგიური შემოწმების სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.