37 დაკავებულის საქმე - პოლიტიკური პატიმრები თუ სამართალდამრღვევები

21 ნოემბერი 2019, 20:02 1212 ნახვა

აქციები და პროტესტი საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან, ბიძინა ივანიშვილის სახლთან და „ქართული ოცნების“ ოფისთან. დღეს კიდევ 4 აქტივისტი დააკავეს. წინა აქციისას კი სულ 37. აქედან 12 მოსამართლემ ერთ დღეში გაასამართლა, დანარჩენების საქმეების განხილვა კი გაურკვეველი ვადით გადადო.

ეს იყო საჩვენებელი დასჯა, შერჩევითი სამართალი. თუკი ეს ადამიანები არიან დამნაშავეები, მაშინ ჩვენ ყველა დამნაშავეები ვყოფილვართ - ეს სამოქალაქო საზოგადოების შეფასებაა აქციისას დაკავებულების სასამართლოსთან დაკავშირებით.

ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ სასამართლო სხდომა იყო ლაკმუსის ქაღალდი, რომლითაც დადასტურდა, რომ ხელისუფლების გავლენის ქვეშაა. 15-ზე მეტი ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სასამართლო პროცესი მიკერძოებული და პოლიტიზირებული იყო.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი