უმაღლესი საბჭოს წევრი პატიმრობაში - ოპოზიციის მიმართვა

21 ნოემბერი 2019, 15:25 1733 ნახვა

ნაციონალური მოძრაობა სახალხო დამცველს, აჭარის მთავრობასა და უმაღლეს საბჭოს მიმართავს დაინტერესდნენ უმაღლესი საბჭოს დაკავებული დეპუტატის ელგუჯა ბაგრატიონის მდგომარეობით. სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე  დეპუტატმა ასმათ დიასამიძემ თქვა რომ 18 ივნისს დაკავებული მისი კოლეგა, არაადამიანურ პირობებში იმყოფება.

 მას არ მისცეს წყლის ჭავლისგან დასველებული ტანსაცმლის გამოცვლის შესაძლებლობა და მოათავსეს ნესტიან იზოლატორში. ოპოზიციაში ამბობენ რომ ბიძინა ივანიშვილი ოპონენტების განეიტრალებას და დაშინებას ცდილობს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი