მაჟორიტარული სისტემა არის ის, რაც სჭირდება ხალხს - თეა წულუკიანი

21 ნოემბერი 2019, 12:08 1226 ნახვა

ძალიან კარგია, რომ ნულოვანი ბარიერით პროპორციული მოდელი არ შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში, - ამბობს იუსტიციის მინისტრი. თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა არის ის, რაც ხალხს სჭირდება და ეს შენარჩუნებული უნდა იყოს.

„რაც შეეხება ძალებს, რომლებიც პროტესტს გამოხატავენ, ისინი არიან, როგორც თავად ამბობენ, იმედგაცრუებული. მე პირიქით ვარ, საპირისპირო აზრზე, მაგრამ ვფიქრობ, ძალიან კარგია, რომ ნულოვანი ბარიერით პროპორციული მოდელი არ შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში. როგორც ყოფილი მაჟორიტარი, ვრჩები იმ აზრზე, რომელზეც ყოველთვის ვიყავი და ვფიქრობ, მაჟორიტარული სისტემა არის ის, რაც სჭირდება ხალხს, რათა პრობლემების მომგვარებელი არსებობდეს ამ ქვეყანაში. ეს სისტემა უნდა იყოს შენარჩუნებული. შესაბამისად, ის, რომ მოდელი ვერ შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში, არის იმის გარანტია, 2020 წლის არჩევნების შედეგად ჩვენ მივიღებთ იმ მმართველ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აირჩევთ თქვენ, ხალხი და ქვეყანაში იქნება სტაბილურობა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი 14 ნოემბერს ჩავარდა. პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მომხრე 101 ხმა 3 წინააღმდეგ საკითხის მისაღებად საკმარისი არ აღმოჩნდა, ყველა დეპუტატი, რომელმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა ან კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, უმრავლესობის წევრია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი