საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის პოზიციაზე ღია კონკურსი დღეს სრულდება. საბუთების მიღება გუშინ განახლდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 18 ნოემბრის განჩინებით, დაკმაყოფილდა ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიო’’-ს კერძო საჩივარი და გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს წლის 23 სექტემბრის განჩინება, რომლითაც შეჩერებული იყო მეოთხე კონკურსი.