მე-5 დღეა ნაციონალური მოძრაობის წევრები აჭარის მთავრობის სახლთან აქციებს მართავენ

20 ნოემბერი 2019, 12:17 1715 ნახვა

მე-5 დღეა ნაციონალური მოძრაობის წევრები აჭარის მთავრობის სახლთან აქციებს მართავენ.  გაშლილი აქვთ კარვებიც. გია ხალვაში ამბობს, რომ თბილისში მიმდინარე აქციებს და ორშაბათობით დაანონსებულ პროტესტს ბათუმიდან არ შეუერთდებიან და აქციები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე პროპორციულ სისტემაზე გადასვლის  დაპირება არ შესრულდება.

რაც შეეხება მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას, ხალვაში ფიქრობს, რომ თორნიკე რიჟვაძის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, შეხვედრა არ შედგება.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი