მაშინ როცა მაჟორიტარები, სრულად მაჟორიტარულზე გადასვლას ითხოვენ, ბოლო გამოკითხვით საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა პროპორციულ სისტემას ემხრობა. ბოლო კვლევის შედეგები საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა დღეს გაასაჯაროვა.
საინტერესოა პოლიტიკური ნაწილი, რომლის თანახმადაც ხვალ, რომ არჩევნები იყოს „ქართული ოცნება 23 პროცენტს მიიღებდა, მთელი ოპოზიცია კი 41-ს.
დიდია გადაუწყვეტელი ამომრჩევლის პროცენტული მაჩვენებელი - ეს 32 პროცენტია. უცვლელად კი მთავარი პრობლემა - სიღარიბე რჩება. მმართველ გუნდში IRI-ის კვლევის შედეგებს არ ენდობიან, ოპოზიციაში კი პირიქით, ამბობენ, რომ მმართველ გუნდს შიდა კვლევებით უარესი შედეგი აქვს.
ვისთვის რა აჩვენა კვლევამ აჭარაში?