ხვალ აჭარაში უნალექო და თბილი ამინდი შენარჩუნდება, ხუთშაბათს და პარასკევს ღამის საათებში შესაძლებელია მცირე წვიმა, დღისით კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა სანაპირო ზოლში +17, +19 გრადუსი იქნება, მთაში +13, +15 გრადუსი.
ზღვის წყლის ტემპერატურა 17 გრადუსია.
ფოტო: ბათუმის ბულვარი