პარლამენტში ადმინისტრაციის თანამშრომლები შედიან - დეპუტატები კი ჯერ არ მისულან

18 ნოემბერი 2019, 09:40 1394 ნახვა

პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა და მხარდამჭერებმა ღამე საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გაატარეს. 

ისინი ამ დრომდე რჩებიან საკანონმდებლო ორგანოს სამივე შესასვლელთან. 

ამ წუთებში პარლამენტში ადმინისტრაციის წარმომადგენლები შედიან, მათ აქციის მონაწილეები წინააღმდეგობას არ უწევენ. ჯერჯერობით, დეპუტატები არ მისულან.

აქციის მონაწილეებმა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა გუშინ განაცხადეს, რომ დეპუტატებს არ შეუშვებდნენ. ჭიშკრებს ბოქლომები დაადეს. 

მეხუთე დღეა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქტივისტებმა და ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა გუშინ, პარლამენტში შესასვლელ ყველა ჭიშკარს ბოქლომი დაადეს. 

 

 

ფოტო: გიგა გელხვიძე

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი