რა ხდება პარლამენტის პიკეტირებულ შენობასთან? 

17 ნოემბერი 2019, 20:15 1543 ნახვა

საქართველოს პარლამენტის ყველა შესასვლელი პარალიზებულია, იქ ოპოზიციამ კარვები გაშალა.  ოპოზიციის კარვებია გაშლილი ქუჩაშიც. ადგილზე მობილიზებულია დიდი ოდენობით პოლიცია, სწორედ მათ გატეხეს, ოპოზიციის მიერ პარლამენტის  ჭიშკრებზე დადებული  ბოქლომები. რის შემდეგაც აქციის ორგანიზატორებმა, შენობის პიკეტირების სხვა ფორმა აირჩიეს.   

ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ პარლამენტის პიკეტირება გაგრძელდება და ხვალიდან, უმრავლესობის არცერთ დეპუტატს, შენობაში შესვლის საშუალებას არ მისცემენ. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. ამ დროისთვის პარლამენტთან ოპოზიციის ერთიანი აქცია გრძელდება, გრძელდება გამოსვლებიც. 

ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელია-  ჩატარდეს პროპორციული არჩევნები და არჩევნების ჩატარება გარდამავალი მთავრობის პირობებში მოხდეს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში