უნდა დასრულდეს ქუჩის პოლიტიკა - პროტესტი ბათუმიდან

17 ნოემბერი 2019, 15:15 1417 ნახვა

თბილისის პარალელურად, მთავრობის შეცვლის მოთხოვნით, სამოქალაქო აქტივისტები შეკრებილები არიან ბათუმში.  მანამ მათ დღეს, ბრიფინგი გამართეს და მოქალაქეებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდეს.

''ჩემი შვილია აქციაზე. მეც, მისი ხნის, რომ ვიყავი დედას აქციაზე ვყავდი. სკოლის მოსწავლეობისასაც ვიდექი მიტინგებზე. ვფიქრობ უნდა დასრულდეს ქუჩის პოლიტიკა, დასრულდეს ქვეყნის ბედის ქუჩაში გადაწყვეტა. პროპორციული არჩევნებით უნდა შევიდეს ჩვენი ხმა პარლამენტში " - მიმართა აქციის მონაწილეებს  საინიციატივო ჯგუფის წევრმა  გენრი დოლიძემ.

 

 

აჭარის მთავრობის სახლთან შეკრებილებს დავით მამაულაძემაც მიმართა. ის ამბობს, რომ ქუჩაში გამოსვლები უნდა დასრულდეს. '' დავბერდი ქუჩაში. ვეთანხმები გენრი დოლიძეს. ისე უნდა გადაწყდეს ქვეყნის ბედი რომ ჩვენი შვილები აღარ გამოვიდნენ ქუჩაში'' - დავით მამულაძე.

 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი