სარფში მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს

17 ნოემბერი 2019, 14:45 8708 ნახვა

სარფში 30 წლამდე მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყებაში ამბობენ, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ინფორმაცია თავდაპირველად ''რუსთავი 2'' გაავრცელა. ტელეკომპანია წერს, გარდაცვლილი  სამუშაოდ თურქეთში იმყოფებოდა და სახლში, საჩხერეში ბრუნდებოდა.  კაცს თან ჰქონდა ფული და ტელეფონი, რასაც ჯერჯერობით ვერ პოულობენ. ძალადობის ნიშნები არ იკვეთება, ცხედარს ექსპერტიზა უტარდება და სიკვდილის მიზეზს იკვლევენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი