ორი აქცია სხვადასხვა ადგილას. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები, მხარდამჭერებთან ერთად პარლამენტთან, 15 საათზე შეიკრიბებიან, „პატრიოტთა ალიანსი“ კი 17:00 საათზე სასტუმრო „რედისონთან“. რუსთაველის გამზირზე კარვები გაშლილია, მოქმედებს აქციის ორგანიზატორების შტაბიც.
მხარდამჭერები კი რეგიონებიდან დედაქალაქისკენ უკვე გაემგზავრნენ. მთავრობის გადადგომა, ცესკო-ს სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაკომპლექტება, ვადამდელ პროპორციულ არჩევნები და პოლიტპატიმრების უპირობო, დაუყოვნებლივ გათავისუფლება - ეს ორგანიზატორების მთავარი მოთხოვნებია.