აშშ-ის საელჩო ხვალ დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით თანამშრომლებს აფრთხილებს

16 ნოემბერი 2019, 12:25 1328 ნახვა

აშშ-ის საელჩო თბილისში, ხვალ დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით საკუთარ თანამშრომლებს აფრთხილებს და ურჩევს, სიახლეების გასაცნობად ადგილობრივ მედიას ადევნონ თვალ-ყური. ''17 ნოემბრის შუადღეს და საღამოს განსაკუთრებით დიდი დემონსტრაციებია მოსალოდნელი.

აშშ-ის მთავრობის თანამშრომლებს მოვუწოდებთ, ერიდონ საპროტესტო აქციებისა და მასობრივი თავშეყრის ადგილებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და მზად იყვნენ მოსალოდნელი ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებებისთვის,“ - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი