საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში იმყოფება და შეხვედრებს მართვას. პარტიის ოფისში მივიდა ბიძინა ივანიშვილი, თუმცა მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. შენობაში უკომენტაროდ შევიდა ელჩი კარლ ჰარცელიც.
მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში არიან ასევე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი ირაკლი კობახიძე.
პროპორციულ საარჩევნო სისტემის კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადება ელჩმა გუშინაც გააკეთა.
„ევროკავშირი თავს იკავებდა აზრის გამოთქმისგან იმის თაობაზე, არის თუ არა პროპორციული სისტემა საუკეთესო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რადგან ეს საქართველოს მოსახლეობისა და პოლიტიკური პარტიების არჩევანი უნდა იყოს. თუმცა, ზაფხულის განმავლობაში შედგა პოლიტიკური კონსენსუსი და საერთო ძალისხმევა, რომ მუშაობა ამ მიმართულებით გაგრძელდებოდა. ამ ფონზე, ვხედავ აშკარა რისკს, რომ ამ ეტაპზე, ამ ძალისხმევაზე უარის თქმა აღქმული იქნება, როგორც ნდობის შერყევა პოლიტიკურ პარტიებს შორის, მოსახლეობის ფართო ჯგუფებს შორის და ასევე, გაზრდის პოლარიზაციას 2020 წლის არჩევნების წინ. იმედი მაქვს, პარლამენტი გაითვალისწინებს ამ საკითხს დღევანდელი კენჭისყრისას“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
საქართველოს პარლამენტმა, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით ჩააგდო, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე მოსმენაზე პროექტი ვეღარ გავა. ხმები ასე გადანაწილდა მომხრე -101, წინააღმდეგი - 3.
პროექტის გასვლას 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა, თუმცა უმრავლესობის დეპუტატების ნაწილმა, პროექტს ხმა არ მისცა.