"ვადამდელი არჩევნები პორპორციული წესით ჩატარდება თუ არა, ეს დამოკიდებულია პარლამენტზე. ისეთი დასუსტებულია ბიძინა ივანიშვილი, რომ ნებისმიერი სისტემით ჩატარებული არჩევნებით კატასტროფულად წააგებს," - ამბობს დავით ბერძენიშვილი.
როგორ აპირებს მოლაპარაკებებს ოპოზიცია მთავრობასთან, როცა მაგალითად ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ არ დაჯდება ეკლესიის მტრებთან - რესპუბლიკელებთან ან სხვა ოპოზიციის წევრებთან მოლაპარაკებების მაგიდასთან?
დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ არ საუბრობს ირაკლი კობახიძეზე და მამუკა მდინარაძეზე, რომლებიც კარიკატურული ფიგურები არიან პოლიტიკაში.