ბიძინა ივანიშვილის შეუსრულებელი მთავარი დაპირება და ჩავარდნილი პროექტი

14 ნოემბერი 2019, 18:29 1556 ნახვა

ისტორიული საკონსტიტუციო ცვლილება ჩავარდა. პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მომხრე 101 ხმა 3 წინააღმდეგ საკითხის მისაღებად საკმარისი არ აღმოჩნდა, ყველა დეპუტატი, რომელმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა ან კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, უმრავლესობის წევრია.

პროცესს წინ უსწრებდა სამ დღიანი კონსულტაციები, სადაც, როგორც დეპუტატები განმარტავდნენ, მათზე ზეწოლას ახდენდა ბიძინა ივანიშვილი „ურჩი “დეპუტატებს პოზიციის შესაცვლელად. ოპოზიციას კანონმდებლების ამბოხება დადგმული ჰგონიათ, არც ყოფილ თანაგუნდელებს სჯერა, რომ  ათეულობით დეპუტატი ლიდერის წინააღმდეგ წავიდა. ირწმუნებიან, რომ პროექტის ჩავარდნა ქვეყანაში კრიზისს შექმნის, ქვეყანას კი საერთაშორისო რეპუტაციას შეულახავს. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი