მოქალაქემ სარფში მალულად ტექსტილი გადმოიტანა - საგამოძიებო

14 ნოემბერი 2019, 11:26 2042 ნახვა

სამართალდამცველებმა  საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოავლინეს, რაზეც, ბრალდებულის სახით, ორი პირი პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, პირმა საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, საბაჟო - გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, მალულად იქნა შემოტანილი 73 200 ლარის საბაჟო ღირებულების ტექსტილის ნაწარმი.

მეორე სამართალდარღვევა, საბაჟო - გამშვები პუნქტ „ყაზბეგში“ დაფიქსირდა, აქ ბრალდებულმა საბაჟო კონტროლისაგან მალულად, გადმოიტანა ოქროს ზოდი და დიდი ოდენობით ოქროს საიუველირო ნაკეთობები, საბაჟო ღირებულებით 68 742 ლარი.

აღნიშნული კატეგორიის დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, ისჯება თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი