უკვე მეორე დღეა პალესტინურ დაჯგუფებებსა და ისრაელის არმიას შორის ინტენსიური შეიარაღებული დაპირისპირებაა. ამ ხნის განმავლობაში ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 250-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს.
სროლა ხანმოკლე შესვენებებით ამ დრომდე გრძელდება. ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალები მასირებული დარტყმები მიაქვთ რადიკალების ობიექტებზე. ღაზის სექტორში 20 დაღუპულისა და 50 დაჭრილის შესახებ იტყობინებიან.