„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პროკურატურასა და ფინანსურ პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებს. რეზო ხარაზი აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყებას არაერთი ფაქტის შესახებ აცნობეს თანდართული მასალით, თუმცა პასუხი ამ დრომდე არცერთ შემთხვევაზე მიუღიათ.
საქმე ეხება აჭარაში დაგეგმილ და შეუსრულებელ, ზოგ შემთხვევაში კი დაუსრულებელ პროექტებს. პარტიაში ამბობენ, რომ გაფლანგულია რამდენიმე ათეული მილიონი ლარი., რის გამოც საგამოძიებო უწყებას, მაღალჩინოსნების, სავარაუდო, კორუფციული სქემების დროული გამოძიებისკენ მოუწოდებენ.