ინტერნეტსივრცეში "და ჩვენ ვიცეკვეთ" ფილმის არასრული ვერსია გავრცელდა - პროდიუსერი

10 ნოემბერი 2019, 18:23 2299 ნახვა

''და ჩვენ ვიცეკვეთ'' ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ფილმის არასრული, სამუშაო ვერსია.  ფილმის პროდიუსერის, ქეთი დანელიას თქმით, ის ავტორიზაციის გარეშეა მოპოვებული და მისი გავრცელება მნიშვნელოვნად უშლის ხელს ფილმის საფესტივალო კამპანიას. ასევე, ამცირებს შანსს ოსკარების დაჯილდოებაზე.

'' შსს-მ უკვე აღძრა საქმე და პასუხისმგებლობაში მიეცემიან ის პირები, ვინც არაავტორიზებულად ავრცელებენ ფილმს. ეს არის არა მარტო დანაშაული, არამედ მნიშვნელოვანად უშლის ხელს ფილმის საფესტივალო კამპანიას, მათ შორის, ამცირებს წარმატების შანსს ამერიკის კინოაკადემიის, “ოსკარის” დაჯილდოებაზე. გთხოვთ, ნუ შეუწყობთ ხელს ფილმის არაავტორიზებულ გავრცელებას და დაგვიჭირეთ მხარი უმნიშვნელოვანეს, წინასაოსკარე კამპანიის პერიოდში." - წერს  ქეთი დანელია ფეისბუქ გვერდზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში