დაკავებულები მოსამართლემ დარბაზიდან გაათავისუფლა

09 ნოემბერი 2019, 20:30 1472 ნახვა

გუშინ ღამით, ბათუმში, კინოთეატრ "აპოლოსთან" აქციის დროს დაკავებული სამი  პირიდან ბათუმის საქალაქო სასამართლომ ერთს  ლაშა ჩაჩხუნაშვილს 1000 ლარიანი  ჯარიმა შეუფარდა,  დანარჩენ ორს კი სიტყვიერი გაფრთხილება მისცა და დარბაზიდან გაათავისუფლა. 

ისინი აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცავებმა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. მოსამართლე   განმარტებით,  მტკიცებულებებით ლაშა ჩაჩხუნაშვილს  საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა დაუდგინდა. მას, მოსამართლის განმარტებით,  რამდენიმე დღის წინ უკვე ჰქონდა სიტყვიერი გაფრთხილება მიცემული.

ჩაჩხუნაშვილმა ჩადენილი დანაშაულის გამო სინანული გამოთქვა   და აღნიშნა, რომ პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია და  უცენზურო სიტყვებით არ მიუმართავს. მისივე განმარტებით,   ნასვამ მდგომარეობაში იყო და მხოლოდ ფილმის რეჟისორს შეაგინა, რითაც საკუთარი პროტესტი გამოხატა ლევან აკინის ფილმთან დაკავშირებით.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი