აგრესიული ჯგუფების აქცია ბათუმში

09 ნოემბერი 2019, 20:30 1801 ნახვა

ორი დღეა ქართული და არამარტო ქართული საზოგადოების ყურადღება, თბილისსა და ბათუმის კინოთეატრებისკენაა მიპყრობილი. და ჩვენ ვიცეკვეთ - ფილმის ჩვენება, რომელმაც უკვე მოიპოვა არაერთი საერთაშორისო აღიარება და ოსკარზეა გაგზავნილი, საქართველოში, პრორუსული, ჰომოფობიური ჯგუფების აგრესიული პროტესტის მიზეზი გახდა.

საპრემიერო ჩვენების პირველმა დღემ, როგორც მოსალოდნელი იყო, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებების ფონზე ჩაიარა, თუმცა პრემიერა შედგა. საპრემიერო მეორე დღე,  ამ წუთებში უნდა დაიწყოს თბილისის კინოთეატრებში, ხოლო ბათუმის აპოლოში ათ საათზე.

2 საათზე ნაკლები რჩება, ბათუმში ფილმის სეანსის დაწყებამდე.

ირინა ყურუა
წამყვანი და რედაქტორი

ამავე კატეგორიაში