ხმაურიანი კინოჩვენება ბათუმში

09 ნოემბერი 2019, 12:27 1421 ნახვა

ფილმის ჩვენება, აქციის პარალელურად. პროტესტის მიუხედავად ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოში“ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა 20 წუთის დაგვიანებით დაიწყო, თუმცა შედგა. დარბაზში მოქალაქეები, პოლიციის დახმარებით შევიდნენ. 

მიუხედავად იმისა, რომ ყველა ბილეთი გაყიდული იყო, დარბაზში ცარიელი ადგილები მაინც დარჩა. სეანსის დაწყებამდე, საწინააღმდეგო აქციაზე შეკრებილებმა კვერცხები ისროლეს და პიროტექნიკა ააფეთქეს. ისინი ფილმის შეწყვეტას და შენობაში შეშვებას ითხოვდნენ.

სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმან ხულიგნობისთვის, პოლიციამ 3 მოქალაქე დააკავა. კინოჩვენება ბათუმში, დღესაც გაიმართება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი