პროტესტის დროს მომხდარ ინციდენტებზე გამოძიება 4 ფაქტზე დაიწყო

09 ნოემბერი 2019, 12:04 1365 ნახვა

მოვლენების ეპიცენტრი თბილისი იყო. მიუხედავად პროტესტისა, კინოთეატრ „ამირანსა“ და თბილისი „გალერეაში“ ყველა კინოჩვენება დაანონსებულ დროს დაიწყო და დასრულდა. სეანსიდან გამოსული მაყურებლების მისამართით აქციის მონაწილეებმა პიროტექნიკა ისროლეს.

ორგანიზატორები ბიზნესმენი ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, ორგანიზაცია „ქართული მარში“ და მათი თანამოაზრეები იყვნენ. აქციის მონაწილეებმა კინოთეატრებში შესვლა და ფილმის სანახავად მისული მაყურებლების დარბაზში შესვლისთვის ხელის შეშლა სცადეს.

დაპირისპირების დროს დაშავდა სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთ ლიდერს, დავით ბერძენიშვილსაც. ინციდენტების დროს, სამართალდამცველებიც დაშავდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში