ავსტრალიაში ტყის ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, შვიდი პირი კი, დაკარგულად მიიჩნევა. ინფორმაციას „როიტერი“ავრცელებს.
სტიქიამ 100-მდე საცხოვრებელი სახლი გადაწვა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, არ არის გამორიცხული, რომ დაკარგულების რიცხვი კიდევ გაიზარდოს.
რეკორდული მასშტაბების ხანძარი ახალი სამხრეთ უელსის შტატში მძვინვარებს.რეგიონში ცეცხლის 135 კერა ფიქსირდება.
ცეცხლის ქრობას მეტეოროლოგიური პირობები აფერხებს. რეგიონში ძლიერი ქარი და მშრალი ამინდია.