ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე ავარია მოხდა. სავარაუდოდ ავტომობილი ბორდიურზე ავარდა, თუმცა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. შემთხვევის ადგილზე ჩანს, რომ წაქცეულია განათების ბოძი, ბორდიურზე გადასულ ავტომობილს კი დაზიანებული აქვს წინა ნაწილი.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, დაშვებულია ორი ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276 მუხლის 2 ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.