სოფელ ერგეში მოსახლეობა ელექტროგადამცემი ბოძების დამონტაჟებას აპროტესტებს

08 ნოემბერი 2019, 17:12 1917 ნახვა

ხელვაჩაურში, სოფელ ერგეში, მცხოვრები ოჯახების ნაწილმა დღეს საპროტესტო აქცია გამართა. ისინი სახლებთან და საკარმიდამო ნაკვეთებთან ახლოს, ელექტროგადამცემი ხაზებისა და ელექტობოძების მონტაჟს აპროტესტებენ. ნიკიტაურის დასახლებაში მცხოვრებლები ამბობენ, რომ მუდმივი საფრთხის ქვეშ არიან. მოქალაქეები კომპენსაციას ან ტერიტორიიდან გასახლებას ითხოვენ. 

''ჩემს სახლთან არის ელექტრო ხაზები, ბოძი ცოტა მოშორებითაა. 20 მეტრითაც არ არის სახლიდან დაცილება. ზარალი მაქვს ნამდვილად. ანაზღაურება არ მიმიღია. შეიძლება თანხა გადაიხადო, მაგრამ მე თუ საშიშროება მექნება რად მინდა'' - ამბობენ ადგილობრივები.  

''ენერგო პრო ჯორჯიაში'' აცხადებენ, რომ სამუშაოები მოსახლეობისთვის უსაფრთხოა, ამის დამადასტურებელი დასკვნაც კი არსებობს.

''კომპანიის მიერ არაერთხელ იქნა განმარტებული მოსახლეობისთვის თუ რა სამუშაოები სრულდება და ასევე, მიწოდებული იქნა შესაბამისი საექსპერტო დასკვნა, რომ რეაბილიტაციის შედეგად ხაზს არ ექნებოდა უარყოფითი ზემოქმედება. მოსახლეობის მოთხოვნას გასახლებასთან დაკავშირებით, კომპანია არ განიხილავს, რადგან ამის საჭიროება და საფუძველი არ არსებობს'' - წერია კომპანიის მიერ მოწოდებულ განცხადებაში. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი