ბათუმის ბულვარში ზამთრის სეზონისათვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
სანაპირო ზოლის მთლიან პერიმეტრზე პალმების აკვრა-შეფუთვა და ახალგაზრდა ხე-მცენარეების ბამბუკის ჭიგოებზე გამაგრების სამუშაოები ტარდება.
ყინვისადმი მაღალი მგრძნობელობის მქონე მცენარეები, სპეციალური მასალით (ე.წ. ბიაზით) შეიფუთება.
ზამთრის პერიოდისათვის ზღვისპირა პარკში, 20 ათასზე მეტი ხე-მცენარე, 5 ათასი ძირი ფინიკისა და ქოქოსის ჯიშის პალმები შეიფუთება.