6 საკითხი განიხილა დღეს ბათუმის საკრებულომ, რომელიც ძირითადად მრავალშვილიან ოჯახებს საცხოვრებელი ბინების გადაცემის საკითხს და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხას ეხებოდა. სხდომაზე განიხილეს საარჩევნო სააგიტაციო მასალების ქუჩებში განთავსების საკითხიც. როგორც ცნობილი გახდა საარჩევნო პლაკატებისა და ბილბორდების განთავსება აიკრძალა ძველი ბათუმის ტერიტორიაზე. საკრებულომ დღის წესრიგით გათვალისწინებული ექვსივე საკითხი მიიღო.