ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ავსტრიაში სემინარში მონაწილეობაზე უარი უთხრეს

07 ნოემბერი 2019, 20:00 1242 ნახვა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის  საგარეო საქმეთა მინისტრს  დიმიტრი მედოევს ავსტრიაში დაგეგმილ სემინარში მონაწილეობასა და მოხსენებით გამოსვლაზე უარი უთხრეს.  მანამდე  მედოევი მიიწვიეს  სემინარზე, რომელიც  სამხრეთ კავკასიაში არსებული ჩიხური მდგომარეობიდან გამოსასვლელად კონკრეტული ნაბიჯების  განხილვას ეძღვნება.

ღონისძიება   დღეს ავსტრიის ქალაქ რაიჰენაუში დაიწყო და 10 ნოემბრამდე გაგრძელდება.  

როგორც ე.წ. საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, გუშინ ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ „უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე“ მედოევის მონაწილეობა მიზანშეწონილი არ არის.  

ე.წ. უწყებაში აღნიშნავენ, რომ უარის თქმის მიზეზი საქართველოს ძალისხმევით მოხდა. მედოევი სემინარზე მოხსენებით-„სამხრეთ ოსეთი – ისტორია და თანამედროვე რეალობა“ უნდა გამოსულიყო. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი