წინა კანდიდატების მსგავსად ქეთევან ცინცაძემაც დღეს დეპუტატებს განუცხადა, რომ სასამართლოს პოლიტიზების პრობლემა უშუალოდ მას არ შეხებია. კეთილსინდისიერება, პროფესიონალიზმი, განათლება და ხედვა სხვადასხვა საკითხზე- საკანონმდებლო ორგანოში სასამართლოს დამოუკიდებელ ინსპექტორს ამ თემებზე მოუწია საუბარი.
დეპუტატები დაინტერესდნენ, მფარველობდა თუ არა, უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის მსურველს მიხეილ ჩინჩალაძე, რომლის მოადგილეც იყო ქეთევან ცინცაძე 6 წლის განმავლობაში.