ხულოს დრამატული თეატრი ლატვიურ ანსამბლებს მასპინძლობდა. მაყურებლის წინაშე გუნდი ,,კრასტრს" და ორკესტრი ,,სალაგრივა " წარსდგნენ. პროგრამის დასასრულს ,,სულიკო"_შეასრულეს. ქორეოგრაფიული ნომერები წარმოადგინა ხულოს კულტურის ცენტრთან არსებულმა ანსამბლმა ,,არგინეთმაც". ლატვიის ანსამბლები 10 სექტემბერს კონცერტს ქობულეთში გამართავენ.