სანქციები რუსეთს

08 სექტემბერი 2016, 00:00 1608 ნახვა

ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში მოსკოვის პოლიტიკის გამო, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, საჯარიმო ზომები ნახევარი წლის პერიოდზეა გათვლილი და მოქმედებას 15 სექტემბრიდან დაიწყებს. დღეს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქცირებული რუსული კომპანიების სია გააფართოვა. ოფიციალურმა ვაშინგტონმა სანქციები კიდევ 81 კომპანიას დაუწესა. ამ დრომდე ევროკავშირის სასანქციო ზომები 146 ადამიანსა და 37 დაწესებულებაზე ვრცელდება. რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირმა სანქციები პირველად, 2014 წლის ზაფხულში დააწესა. 

ამავე კატეგორიაში